ლევან ნატროშვილი: 12 პუნქტის შესრულების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართულობა
ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ნატროშვილის განცხადებით, ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულების პროცესში სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.
“ჩვენ არასოდეს გვქონია მიზნად არავის ბულინგი და ეს არასოდეს გაგვიკეთებია. ერთადერთი, შესაძლოა ჩვენი მოსაზრება დავაფიქსიროთ, ხშირად კრიტიკულიც კი გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. 12 პუნქტის შესრულების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართულობა, ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით, რომ ამ პროცესში ჩავრთულიყავით”, – აღნიშნა ნატროშვილმა.