სანდრო რაქვიაშვილი: “ნაცმოძრაობას” დიდი პრობლემები აქვს და მგონი, ვანო მერაბიშვილი თავისი განცხადებებით კიდევ უფრო მეტად ამძიმებს ამ პრობლემებს
“გირჩის” წევრის, სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობას” დიდი პრობლემები აქვს, ვანო მერაბიშვილი კი თავისი განცხადებებით კიდევ უფრო მეტად ამძიმებს მათ პრობლემებს.
“ცნობილი ამბავია, რომ ვანო მერაბიშვილი ჩართული იყო არა მარტო ამ არჩევნებში, არამედ ზოგადად პარტიულ საქმიანობაში. რეგიონულ არჩევნებში 2020 წელს არჩევნების დროსაც. მე არ ვიცი ზუსტად რა მასშტაბით იყო, მაგრამ ჩართულობა, რომ იყო ეს ფაქტია. არ მგონია, რომ ასეთი რეპუტაციით და ასეთი გზით “ქართული ოცნება” დაამარცხო. “ნაციონალურ მოძრაობას” ძალიან დიდი პრობლემები აქვს და მე მგონი, ვანო მერაბიშვილი თავისი განცხადებებით კიდევ უფრო მეტად ამძიმებს ამ პრობლემებს. არ მესმის რა უნდა, აქ მიზანია გაურკვეველი”, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ უკრაინულ არხთან, Freedom TV-სთან ინტერვიუში ისაუბრა.