მიხეილ სააკაშვილი: მზად ვარ, სახალხო დამცველს შევხვდე უახლოეს დღეებში, სასურველია შაბათ-კვირას
საქართველოს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველ ლევან იოსელიანთან შესახვედრად მზადყოფნას გამოთქვამს.
ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“მზად ვარ, სახალხო დამცველს შევხვდე უახლოეს დღეებში. სასურველია შაბათ-კვირას.
მადლობა გამოთქმული სურვილისთვის”, – წერს სააკაშვილი.