პაპუაშვილი – მარგველაშვილის ინიციატივაზე: ასეთი მოწოდებები პირდაპირ მიმართულია საზოგადოების გახლეჩისა და რადიკალიზაციისკენ

როცა ხარ ყოფილი პრეზიდენტი, ეს არ გათავისუფლებს შენ იმ პასუხისმგებლობისგან, რომელიც აღებული გაქვს საქართველოს ხალხის წინაშე და ეს პასუხისმგებლობა მინიმუმ, ვფიქრობ, რომ ავალდებულებს ყველას, რომ იყოს აკადემიური, თავშეკავებული, იზრუნოს სამოქალაქო მშვიდობაზე და არა საზოგადოების გახლეჩაზე, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც უნდა შეიქმნას საბჭო, რომელიც “ოპოზიციას მისცემს საშუალებას გაჟღერდეს მესიჯი, როგორ მოხდეს ხელისუფლების გადაბარება”.

პაპუაშვილის თქმით, მსგავსი მოწოდებები საზოგადოების გახლეჩასა და რადიკალიზაციას ემსახურება.

“მე მინდა, რომ ზოგადად თავი შევიკავო კომენტირებისგან, იმიტომ, რომ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, ყველამ პასუხისმგებლობით შეხედოს საკუთარ მაღალ პოზიციას, როდესაც ხარ სახელმწიფოს მეთაური, განსაკუთრებით პრეზიდენტი და მათ შორის, როცა ხარ ყოფილი პრეზიდენტი ეს არ გათავისუფლებს შენ იმ პასუხისმგებლობისგან რომელიც აღებული გაქვს საქართველოს ხალხის წინაშე და ეს პასუხისმგებლობა მინიმუმ, ვფიქრობ, რომ ავალდებულებს ყველას, რომ იყოს აკადემიური, თავშეკავებული, იზრუნოს სამოქალაქო მშვიდობაზე და არა საზოგადოების გახლეჩაზე. მინიმუმ ეს არ გააკეთოს რომ საზოგადოების გახლეჩაზე იმუშაოს და რა თქმა უნდა, ასეთი სახის მოწოდებები იმ ცოდნით, რომ საქართველოს ხელისუფლებას მხარს უჭერს მოსახლეობის უმრავლესობა, ასეთი მოწოდებები პირდაპირ მიმართულია საზოგადოების გახლეჩისა და რადიკალიზაციისკენ”, – თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები