სამტრედიაში უპრეცედენტოდ მასშტაბური პროექტები მიმდინარეობს

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე უძღვებოდა. დღევანდელ თათბირზე მერმა, მერიის სამსახურის უფროსებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ირგვლივ, მიმდინარე, დაგეგმილ და დასრულებულ პროექტებზე ისაუბრა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოსახლეობის მიერ შერჩეული პრიორიტეტების მიხედვით, ჯამში 80 პროექტი განხორციელდება.

“ყველა პროექტი მოსახლეობის ინტერესებზე, საინვესტიციო, ტურისტული და უკეთესი გარემოს შექმნაზეა მორგებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების აზრი და მათი ჩართულობით თითოეული პროექტის განხორციელება. მერები ეკონომიკური ზრდისთვის პროექტის ფარგლებში სამტრედიის მუნიციპალიტეტი ოთხ დიდ ქალაქს შორის არის. სამტრედიაში განხორციელებული პროექტები მოსახლეობის საკეთილდღეოდ იქნება მიმართული და მათ საუკეთესო ინტერესებზე არის მორგებული”, – აღნიშნა მერმა დავით ბახტაძემ.

ამასთან, სხვადასხვა მიმართულებით უპრეცედენტოდ მასშტაბური პროექტები ხორციელდება. ეს არის, საჯარო სკოლების, ბაგა-ბაღების მშენებლობა რეაბილიტაცია, მუნიციპალიტეტის მასშტაბით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, როგორც ქალაქის ტერიტორიაზე, ასევე შიდა-სასოფლო გზებზე.

აქტიურად მიმდინარეობს ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე სპორტ-კომპლექსის და საცურაო აუზის რეაბილიტაცია, მრავალსართულიანი ბინების ფასადების მოწყობა და იუსტიციის სახლის მშენებლობა.

იგეგმება ახალსოფლის ბორნის რეაბილიტაცია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, რომელიც სამტრედია – ვანის მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი ერთ-ერთი ტურისტული მარშრუტი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები