BBC: შავი ზღვის თავზე რუსული თვითმფრინავი ამერიკულ დრონს შეეჯახა

შავი ზღვის თავზე რუსული გამანადგურებელი სუ-27 ამერიკულ სამხედრო დრონს შეეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ამერიკელ სამხედროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ცნობილია, დრონი საერთაშორისო საჰაერო სივრცეში რუტინულ მისიას ასრულებდა, როდესაც ორი რუსული სამხედრო თვითმფრინავი მის ჩაჭრას შეეცადა.

აშშ-ის ევროპული სარდლობის განცხადებით, კატასტროფა „რუსების არაპროფესიონალური ქმედების“ შედეგი იყო.

„აშშ-ისა და მოკავშირეთა თვითმფრინავები გააგრძელებენ ოპერირებას საერთაშორისო საჰაერო სივრცეში“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები