ანრი ოხანაშვილი: ხდება პრემიერის გამოსვლის სიცრუით გადაფარვა, „ფეიკით“ არის მცდელობა, რომ გადაიფაროს პრემიერ-მინისტრის ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული გამოსვლა
მცდელობაა, რომ „ფეიკით“ გადაიფაროს პრემიერ-მინისტრის ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული გამოსვლა, რომელიც ორიენტირებულია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციაზე – ხდება ახალი თემების შემოტანა, თითქოს ახალგაზრდებს შეურაცხყოფა მიაყენა,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ასევე მიმდინარეობს ახალი თემების შემოტანა თითქოს პრემიერმა ახალგაზრდებს შეურაცხყოფა მიაყენა და არასათანადოდ წარმოაჩინა. ოხანაშვილის განმარტებით, ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება.
“პრემიერმა ისაუბრა ერთი მხრივ “ქართული ოცნების” ჰუმანურ სახეზე, გულწრფელ ახალგაზრდებზე და იმაზე რომ არ დავუშვით იქ მძიმე მოვლენები განვითარებულიყო. ახლა ხდება მცდარი, ყალბი ინფორმაციის გაჟღერება და ტირაჟირებს არაერთი პარტიული მედიასაშუალება, რომ თითქოს მან ისაუბრა, რომ ჩვენთვის არაფერს ნიშნავს ახალგაზრდები, თითქოს ხდება გახლეჩა და ა.შ. ხდება პრემიერის გამოსვლის სიცრუით გადაფარვა. „ფეიკით“ არის მცდელობა, რომ გადაიფაროს პრემიერ-მინისტრის ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული გამოსვლა,რომელიც ორიენტირებულია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციაზე. ხდება შემოტანა ახალი თემების თითქოს ახალგაზრდებს შეურაცხყოფა მიაყენა და არასათანადოდ წარმოაჩინა, ეს არის ყველაფერი ტყუილი.
იქ იყვნენ ახალგაზრდები, ვისაც გულწრფელად ჰქონდათ პროტესტი და სრული პატივისცემა მათ, ვინც ამას აფიქსირებს მშვიდად კანონდარღვევის გარეშე და იქ იყვნენ ახალგაზრდები, ვინც მიზანმიმართულად ახორციელებდნენ უკანონობას და ახლა რაღაც ფორმით არის მცდელობა, რომ რაღაც სხვა თქვა მან და სტუდენტებს უპირისპირდება “ქართული ოცნება”, – განაცხადა ოხანაშვილმა.