ირაკლი ქადაგიშვილი: აქციაზე იყვნენ სპეციალურად მომზადებული ახალგაზრდები, რომლებმაც დათვური სამსახური გაუწიეს იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც გულწრფელი დამოკიდებულება ჰქონდათ იმ პროცესის მიმართ

აქციაზე იყვნენ სპეციალურად მომზადებული ახალგაზრდები, რომლებმაც, სხვათა შორის, დათვური სამსახური გაუწიეს იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სულ სხვა, გულწრფელი დამოკიდებულება ჰქონდათ იმ პროცესის მიმართ, რაც გამოხატეს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი გასათვალისწინებელია.

“ნათლად დავინახეთ, რა იყო სტუდენტების, ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი და თავისთავად დასანახია, შესაფასებელი და გასათვალისწინებელია. ამავდროულად, უნდა მოხდეს დეტერმინაცია, გაყოფა იმისა, რომ იქ იყვნენ სპეციალურად მომზადებული ახალგაზრდები, რომლებმაც, სხვათა შორის, დათვური სამსახური გაუწიეს იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სულ სხვა, გულწრფელი დამოკიდებულება ჰქონდათ იმ პროცესის მიმართ, რაც გამოხატეს. აი, მათ საფარველ ქვეშ მოახდინეს შეიარაღებული მოლოტოვის კოქტეილებით და სხვადასხვა ნივთით თავდასხმა პარლამენტის შენობაზე, პოლიციაზე და ირიბად და ფაქტობრივად მოახდინეს თავდასხმა იმ ახალგაზრდებზე, რომელთაც ჰქონდათ სულ სხვა მიზნები თავიანთი საპროტესტო აქციის დროს,” – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები