ალეკო ელისაშვილი: ზოგიერთ ოპოზიციონერს ერთი სული აქვს, იქნებ, სტატუსი არ მივიღოთ და ეს მიზეზად გამოიყენონ პარტიული ინტერესებისთვის

ზოგიერთ ოპოზიციონერს ერთი სული აქვს, სტატუსი არ მივიღოთ და ეს მიზეზად გამოიყენონ პარტიული ინტერესებისთვის, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციისთვის, მთავარი დამახასიათებელი არათანმიმდევრობაა.

„ხან ერთს ამბობენ, ხან მეორეს. თურმე 12 პუნქტის შესრულებაა პრიორიტეტული. გიორგი ვაშაძეს ვინ უშლიდა, რომ იქ დამჯდარიყო? სამუშაო ჯგუფებს არ ლანძღავდა და არ ამბობდა, „ქართულ ოცნებასთან“ მუშაობა არ შეიძლებაო? სამუშაო ჯგუფებში საათების განმავლობაში რომ ვისხედით, იდგნენ და გვლანძღავდნენ. დიახ, ვაშაძე, ხოშტარია, სხვები და რას არ გვაბრალებდნენ. ეს იმ დროს, როცა ჩვენ ევროკავშირის საშინაო დავალებას ვასრულებდით. ვაშაძისა და ხოშტარიას რჩევები არ მჭირდება, რა და როგორ გავაკეთო. ჩვენ ამ რეკომენდაციების შესრულების სამუშაო ჯგუფებში ვიყავით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სტატუსი მოგვცენ. „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციაში არიან ისეთები, ვისაც არ უნდათ, სტატუსი მივიღოთ. სამწუხაროდ, ზოგიერთ ოპოზიციონერს ერთი სული აქვს, იქნებ, სტატუსი არ მივიღოთ და ეს მიზეზად გამოიყენონ პარტიული ინტერესებისთვის“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები