მთავრობის სტრატკომი – პრემიერის ინტერვიუზე: პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები “ფეიკნიუსების” საშუალებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ

მთავრობის სტრატკომი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუს ეხმაურება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პრემიერის განცხადებების არასწორი ინტერპრეტირება ხდება. ამავე განცხადებით, პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები “ფეიკნიუსების” საშუალებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.

“ტელეკომპანია „იმედის” ეთერში პრემიერმინისტრის ინტერვიუს შემდეგ, სოციალურ ქსელებსა და პოლიტიკურად ანგაჟირებულ მედიასაშუალებებში მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია და მიზანმიმართულად ხდება პრემიერმინისტრის განცხადებების არასწორი ინტერპრეტირება.

ასევე, ყალბი ციტატების ტირაჟირებით ვრცელდება ფეიკნიუსები. განსაკუთრებით აგრესიულად მიმდინარეობს ყალბი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ეხება პრემიერის განცხადებებს აქციის მონაწილე ახალგაზრდებთან დაკავშირებით.
გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ინტერვიუში განაცხადა: „გარდა ამ დესტრუქციული, ანარქისტული მოძრაობის წევრებისა, იქ ძალიან ბევრი გულანთებული მოსწავლეც იყო, ბევრი სტუდენტიც, მაგრამ არა ასეთი აგრესიული, – მშვიდად იდგნენ, აპროტესტებდნენ, უბრალოდ მხარს უჭერდნენ ევროპის იდეას”.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მიუღებელია ახალგაზრდების ნებსით თუ უნებლიეთ ჩართვა დესტრუქციულ პროცესებში. პრემიერმინისტრმა  ვრცლად ისაუბრა ევროინტეგრაციის გზაზე ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებსა და შედეგებზე, აგრეთვე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების მნიშვნელობაზე.
მიუხედავად ამისა, პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები ცდილობენ ფეიკნიუსების საშუალებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას”,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები