ზურაბ ჯაფარიძე: ამ ახალგაზრდების მიზანი ხელისუფლების ცვლილება რომ ყოფილიყო, ხელისუფლება დღეს იქნებოდა შეცვლილი

ახალგაზრდების მიზანი ხელისუფლების ცვლილება რომ ყოფილიყო, ხელისუფლება დღეს შეცვლილი იქნებოდა, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ახალგაზრდებმა ბრძოლა მოიგეს.

„ორი დღე ციხეში ვიჯექი, როდესაც ახალგაზრდებმა მოიგეს ბრძოლა. არანაირი კომუნიკაცია არ მქონია ამ ახალგაზრდებთან. როდესაც გამოვედი, დამხვდა უკვე გაფორმებული გამარჯვება. შესაბამისად, მე ვერაფრის კოორდინაციას ვერ გავაკეთებდი. ეს ყველაფერი გათვლილია ახალგაზრდების მშობლებისადმი, რომ ისინი შეაშინონ, თითქოს იქ რაღაცები ხდება, რომ იქ ცუდი ხალხი მართავს ამ ახალგაზრდებს, რომ მერე იმათმა გავლენა იქონიონ ამ ახალგაზრდებზე, მაგრამ არ გამოვა, არ ესმით, ვინ არიან ეს ახალგაზრდები. არ ესმით მათი მოტივაციები, არ ესმით, რომ ამ ბოდვით, მათ ვერ შეაშინებენ და ვერ გააჩერებენ. ხელისუფლების ცვლილება რომ ყოფილიყო ამ ახალგაზრდების მიზანი, ხელისუფლება დღეს იქნებოდა შეცვლილი. ეს მიზანი რომ ყოფილიყო, ახალგაზრდები მიაღწევდნენ ამ მიზანს“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები