ლევან იოსელიანი: სახალხო დამცველის პოსტი იმას ნიშნავს, რომ ყველას მიმართ უნდა იყო თანაბრად ნეიტრალური და ამას ვაპირებ მომავალში

“ეს საპატიო პოსტი სწორედ იმას ნიშნავს, რომ ყველას მიმართ უნდა იყო თანაბრად ნეიტრალური და ამას ვაპირებ მომავალში”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მან რამდენიმე დღის წინ აქციაზე მომხდარ ინციდენტზეც ისაუბრა, როდესაც აქციის მონაწილეებმა მას კვერცხები ესროლეს.

„ეს იყო ძალიან სამწუხარო ინციდენტი, მაგრამ დღეს უკვე ამ ინციდენტს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ მე ვარ მათი უფლებების დამცველი – იმ ადამიანების, რომლებიც თავს დამესხნენ და სხვებისაც, რომლებმაც თბილად მიმიღეს აქციაზე. შესაბამისად, მე ამ ადამიანებს დღეს უკვე, რაც პოლიტიკა დავტოვე და გადმოვედი სახალხო დამცველად, აღარ დავყოფ იმის მიხედვით, ვინ მომწონს და ვინ არა. ჩემი პროფესიული მოვალეობა, ეს საპატიო პოსტი სწორედ იმას ნიშნავს, რომ ყველას მიმართ უნდა იყო თანაბრად ნეიტრალური და ამას ვაპირებ მომავალში“, – განაცხადა იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები