ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა 159 800 ჯარისკაცი დაკარგა.
ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განახლებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
ასევე, რუსეთის ჯარმა მნიშვნელოვანი ტექნიკურ-მატერიალური დანაკარგი განიცადა.
კერძოდ, 3474 ტანკი; 6774 ჯავშანტექნიკა;2503 საარტილერიო სისტემა; 493 ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა; 259 საჰაერო თავდაცვის სისტემა; 304 თვითმფრინავი; 289 ვერტმფრენი; 2109 დრონი; 907 ფრთოსანი რაკეტა; 18 გემი/ნავი; 5354 სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი; 251 სპეცტექნიკა .