“ყველაფერი ყველგან და ერთდროულად”, ბრენდან ფრეიზერი, მიშელ იეო, “ნავალნი” – ლოს-ანჯელესში “ოსკარის” გადაცემის ცერემონია გაიმართა

ლოს-ანჯელესში “ოსკარის” გადაცემის 95-ე ცერემონია გაიმართა. წლის საუკეთესო ფილმად აღიარებულია დენიელ კვანისა და დენიელ შეინერტის ფილმი – “ყველაფერი ყველგან და ერთდროულად”. კინოსურათმა ჯამში 7 ქანდაკება მიიღო.

ფილმმა ჯილდოები მიიღო მათ შორის – საუკეთესო რეჟისურისთვის; საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის;

საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო მიიღო წარმოშობით ჩინეთიდან მალაიზიელმა მსახიობმა – მიშელ იეომ ფილმი “ყველაფერი ყველგან და ერთდროულად”.

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი გახდა ბრენდან ფრეიზერი ფილმში “ვეშაპი”. მსახიობი ცნობილია ისეთი ფილმებიდან, როგორებიც არის “მუმია”, “მშვიდი ამერიკელი”.

“საუკეთესო ანიმაციური ფილმისთვის” “ოსკარი” გილერმო დელ ტოროს – “პინოკიოსთვის” გადაეცა.

მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი ვიეტნამელი მსახიობი – კე ჰიუი ცუანი გახდა გადაეცა ფილმში „ყველაფერი ყველგან და ერთდროულად“.

ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებლად ამერიკელი მსახიობი – ჯეიმი ლი კერტის დაასახელეს ფილმში “ყველაფერი ყველგან და ერთდროულად”). ეს არის 64 წლის მსახიობისთვის პირველი “ოსკარი”.

“საუკეთესო უცხოური ფილმის” ნომინაციაში გამარჯვებულია “დასავლეთის ფრონტზე ცვლილებები არ არის”.

რაც შეეხება საუკეთესო დოკუმენტურ ფილმს, გამარჯვებული გახდა რეჟისორ დენიელ როერის მიერ გადაღებული “ნავალნი”, რომელიც ეძღვნება რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის და რუსეთში მის დაბრუნებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები