პროკურატურა თემურ ჯანაშიასგან გირაოს სახით ასი ათას ლარს ითხოვს

თბილისის საქალაქო სასამართლოში თემურ ჯანაშიასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საქმეზე მსჯელობა იწყება. ბრალდების მხარე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით ასი ათას ლარს ითხოვს. როგორც ჯანაშია აცხადებს, პროკურატურის მოთხოვნა უსაფუძვლოა. შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს თემურ ჯანაშიას ბრალი რამდენიმე დღის წინ წაუყენა. აღნიშნულის შესახებ მთავარ პროკურატურაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გაცხადდა. როგორც საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, ჯანაშიამ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტიდან 8 მილიონი გაფლანგა. საქმეში ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობაც იკვეთება. 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები