ვანო მერაბიშვილი: არ ვარ საჯარო პოლიტიკაში, მაგრამ ვარ საქართველოს პატრიოტი, ჩემი სახელის თვითმიზნური ხსენება ვერ შეცვლის რეალობას – რეალობა არის ის რომ საქართველო იქნება ევროპაში
მისივე თქმით, რეალობა არის ის რომ საქართველო იქნება ევროპაში, ერთიანი და მშვიდობიანი.
“მიუხედავად იმისა რომ საქართველოში არ ვიმყოფები და ზოგადადაც ჩემს ყოველდღიურობაში ქართველი პოლიტიკოსების მოსმენაზე ძალიან მცირე დროს ვკარგავ, მაინც მომხვდა თვალში ქ. ოცნების კომიკური მცდელობა – ყველგან და ყოველთვის, უკონტექსტოდ და ფეიქ ნიუსებით ახსენონ ვანო მერაბიშვილი.