ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

ბათუმში ახალგაზრდა კაცი მოკლეს – შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, შელაპარაკება ორ ახალგაზრდას შორის მოხდა, რაც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც 30 წლამდე კაცს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს.

დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა.

“კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს.

უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები