კობახიძე – ოპოზიციაზე: მათ აქვთ კონკრეტული დავალება, როგორმე შეაფერხონ ქვეყნის წინსვლა ევროინტეგრაციის მიმართულებით

მათი ქმედებების შინაარსის შეცვლას ჩვენ სამწუხაროდ, არ ველოდებით. ისინი დიდი ალბათობით სვლას იგივე მიმართულებით გააგრძელებენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის ნაწილზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მათ აქვთ კონკრეტული დავალება, როგორმე შეაფერხონ ქვეყნის წინსვლა ევროინტეგრაციის მიმართულებით.

„ჩვენ მათი კონსტრუქციულობის იმედი არ გვაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი სხვანაირი დავალებით მოქმედებენ. მათ აქვთ კონკრეტული დავალება, როგორმე შეაფერხონ ქვეყნის წინსვლა ევროინტეგრაციის მიმართულებით. სწორედ ამას უკავშირდება ის, რომ ისინი არც კანონპროექტების მიღებაში იყვნენ ჩართული, არც ომბუდსმენისა და არც რომელიმე სხვა გადაწყვეტილების მიღებაში. ამ კუთხით მათი ქმედებების შინაარსის შეცვლას ჩვენ სამწუხაროდ, არ ველოდებით. ისინი დიდი ალბათობით, 100%-იანი ალბათობით, სვლას იგივე მიმართულებით გააგრძელებენ“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები