ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკური ბუნება და ეს არის ჰუმანური, განსხვავებით იგივე წინა ხელისუფლებისგან

ჩვენ მივიღეთ, პოლიტიკური გადაწყვეტილება კანონის გამოხმობის თაობაზე, ამას ჰქონდა ერთი მთავარი მიზეზი. ეს არის ის, რომ ჩვენ გავუფრთხილდით ადამიანებს. ერთი ადამიანის ჯანმრთელობაც რომ ყოფილიყო რისკის ქვეშ, ეს არ გვიღირდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მათ შეეძლოთ, გარკვეული პროცესების გაგრძელდება, თუმცა ყველაფერს გაუწიეს ანგარიში, მათ შორის, საზოგადოების აღქმებსაც.

„ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკური ბუნება და ეს არის ჰუმანური. განსხვავებით, იგივე წინა ხელისუფლებისგან. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვეძლო გარკვეული პროცესების გაგრძელება, თუმცა ყველაფერს გავუწიეთ ანგარიში, მათ შორის საზოგადოების აღქმებსაც. შესაძლოა, ეს აღქმა არ იყო შესაბამისობაში რეალობასთან, სინამდვილესთან, მაგრამ როდესაც გარკვეული აღქმა ყალიბდება, მას უკვე შეიძლება გაუწიო ანგარიში“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები