„ბახმუტში ვითარება გაუარესდა“ – უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე

ბახმუტში ვითარება გაუარესდა, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ჰანა მალიარი Telegram-ზე წერს.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები „ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მტერმა თავისი გეგმები“ არ განახორციელოს.

„თუ მოკლედ შევაჯამებთ გამოქვეყნებულ მონაცემებს, მაშინ: ბახმუტში ვითარება გამწვავდა, მტერი აგრძელებს შეტევას და ცდილობს ჩვენი ჯარების თავდაცვის გარღვევას. ჩვენი ჯარისკაცები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მტერმა არ განახორციელოს თავისი გეგმები“, – წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები