მარგარიტა სიმონიანი საქართველოდან გაქცეულ რუსებზე ირონიით საუბრობს და თბილისში გამართულ აქციებს ეხმაურება
კრემლის პროპაგანდისტული მედიის ერთ-ერთი მთავარი სახე, მარგარიტა სიმონიანი თბილისში განვითარებულ მოვლენებს, ასევე, საქართველოდან რუსების გაქცევას გამოეხმაურა.
ის ირონიულად მოიხსენიებს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც საყოველთაო მობილიზაციას გაექცნენ და წერს, რომ “ოჰ, ზემოლარსელები უკან მორბიან! იქ ისევ საცობებია, ოღონდ – საპირისპირო მიმართულებით. არ გაქვთ თქვენ სამშობლო”.
რაც შეეხება თბილისის საპროტესტო აქციას, სიმონიანი ასევე ჩვეული ცინიზმით წერს, რომ “რა სურთ ამ მომიტინგეებს? არაფერი, უბრალოდ, პროტესტი სურთ”.