მდინარაძე – გიორგი ვაშაძეზე: გუშინ პოლიტიკოსებმა გაწირეს მათი თანამებრძოლი, ერთი ადამიანისკენ სცადეს ისრების მიმართვა

გუშინ პოლიტიკოსებმა გაწირეს მათი თანამებრძოლი გიორგი ვაშაძე, ერთი ადამიანისკენ სცადეს ისრების მიმართვა – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის მიერ გუშინდელ აქციაზე გაკეთებულ მოწოდებას გამოეხმაურა, რომელიც მისი თქმით, ოპოზიციის საერთო გადაწყვეტილება იყო.

„რაც შეეხება ძალადობას, როგორც გუშინ შეხედეთ, პოლიტიკოსებმა გაწირეს მათი თანამებრძოლი [გიორგი ვაშაძე], ერთი ადამიანისკენ სცადეს ისრების მიმართვა. ყველას პასუხისმგებლობაა, ვინც ტყუილს ეუბნება საზოგადოებას, ვინც რადიკალიზაციისკენ მოუწოდებს, ვინც არაფრად დაგიდევთ, ჩვენგან განსხვავებით იმას, რომ ვიღაცის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს შეიძლება დიდი საფრთხე შეექმნას და სერიოზული რისკის ქვეშ დადგეს. ყველას პასუხისმგებლობაა, ვინც იტყუება, ვინც არასწორ აღქმებს აყალიბებს საზოგადოებაში და ამ ცრუ ინფორმაციის შედეგად, ადამიანებზე, რომლებსაც გულწრფელი ემოციები აქვთ, სპეკულაციურად თამაშობენ და მოუწოდებენ ისეთი მოქმედებებისკენ, რომელმაც შეიძლება ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას. ასე ერთ ადამიანზე, ეს ვაშაძე იქნებოდა თუ სხვა, ისრების გადატანა, ჩემი აზრით, არასწორია. ყველას პასუხისმგებლობაა, რომელიც ბოლო ორი-სამი დღის განმავლობაში ასეთი მოწოდებებით გამოირჩეოდნენ, რომლებსაც ეს რისკები შეიძლება შეექმნა“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები