თბილისის ნაწილს 9 მარტს 14:00 საათიდან 10 მარტის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება – GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

თბილისის ნაწილს 9 მარტს 14:00 საათიდან 10 მარტის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება, – ამის შესახებ GWP-ის სპეციალურ განცხადებაშია აღნიშნული.

კომპანიის ინფორმაციით, სამგორში ერთ-ერთ წყალსადენზე მაგისტრალური მილი დაზიანდა.

“დღეს, 9 მარტს, სამგორის რაიონში, გუგუშვილის და დობორჯგინიძის ქუჩების მიმდებარედ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული. ქსელის დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად სამუშაოები დღეს, 9 მარტს 14:00 საათზე დაიწყება, მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება და ხვალ, 10 მარტს დილის 08:00 საათზე დასრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 9 მარტს 14:00 საათიდან ხვალ, 10 მარტის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში – გუგუშვილის, გუმათჰესის, ენგურჰესის, ცისკარიშვილის, იდუმალის, წურწუმიას, ქინძმარაულის, ნაკაშიძის, ფაღავას, წმინდა ბარბარეს, ქიზიყის, ჟორესის, ენუქიძის, ჭიჭინაძის, პოლიციის, გვაზავას, გურჯიევის, ოდიშელიძის, ფრისის და სადგური ველის ქუჩებს; ნავთლუღის მე-2 დასახლებას – რაზიკაშვილის, ლორთქიფანიძისა და ელენე მეტრეველის ქუჩებს; 31-ე ქარხნის, აეროდრომის, ქვემო მელითონეთა და მიმდებარე დასახლებას; სოფელ გამარჯვებას, გაჩიანს, აგთაკლიას, ყარათაკლიას, ყარაჯალას და ფოლადაანთკარს.

კრწანისის რაიონში – რუსთავის გზატკეცილს, ზემო და ქვემო ფონიჭალას, სოფელ ჭალას და ფონიჭალას, გიგანტის და ზოოვეტის დასახლებებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები