ვლადიმერ ბოჟაძე: ეს არის რუსეთის და რადიკალური ოპოზიციის მიზანი! ვანო მერაბიშვილის დაგეგმილი, შოთა უტიაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გიორგი ვაშაძის პროვოკაცია, გაემწვავებინათ ვითარება

„სტაბილურობას უკვე შეუქმნეს საფრთხე, ხვალ მშვიდობას შეექმნება საფრთხე და ზეგ შეწყდება ქვეყნის განვითარება, აი ეს არის რუსეთის და რადიკალური ოპოზიციის მიზანი!“, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც პარლამენტთან მიმდინარე აქციას ეხმიანება.

როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, პარლამენტის შტურმი არ არის მშვიდობიანი აქცია, წიგნების დაწვა არ არის ევროპული ღირებულება, ახალგაზრდების გამოყენება პარტიული მიზნებისთვის არ ბოლშევიზმი, ევროპული ღირებულებების სახელით რევოლუციის მოწყობა არის სახელმწიფო გადატრიალება!

„სტაბილურობას უკვე შეუქმნეს საფრთხე, ხვალ მშვიდობას შეექმნება საფრთხე და ზეგ შეწყდება ქვეყნის განვითარება, აი ეს არის რუსეთის და რადიკალური ოპოზიციის მიზანი! ვანო მერაბიშვილის დაგეგმილი, შოთა უტიაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და  გიორგი ვაშაძის პროვოკაცია, გაემწვავებინათ ვითარება, ვერ დარჩება სამართლებრივი რეაგირების გარეშე! მშვიდობიანი აქცია და ხალხის პროტესტი არ არის მათი რეალური მიზანი, მიზანი არეულობა, ქაოსი და დესტაბილიზაციაა, შედეგი სისხლიანი რევოლუცია და ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნება. პარლამენტის შტურმი არ არის მშვიდობიანი აქცია, წიგნების დაწვა არ არის ევროპული ღირებულება, ახალგაზრდების გამოყენება პარტიული მიზნებისთვის არ ბოლშევიზმი, ევროპული ღირებულებების სახელით რევოლუციის მოწყობა არის სახელმწიფო გადატრიალება! ახლა იმედია ხვდება ათიათასობით გულანთებული ადამიანი რომ თუ ვინმე აკეთებს რეალურად რუსულ საქმეს სწორედ რადიკალური ოპოზიცია, ომის და ღალატის პარტიაა“, – წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები