ნინო ფოჩხუა: როგორც კი აქციამ დაშლა დაიწყო, ვაშაძემ, ამ არარაობამ ეგრევე რადიკალიზაციისკენ მოუწოდა ამ გავეშებულ, ვანოს გაწვრთნილ მასას

„იგივე სახელები, იგივე გვარები, ქვეყნის დამაქცევრები, იცნობდეთ ამ სიბოროტის დირიჟორებს: ვანო, ხაბე და უტიაშვილი“, – ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს და ლევან ხაბეიშვილის პირადი მიმოწერის ე.წ. სქრინს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ იგეგმება პარლამენტის შენობის აღება.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ეს არის სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობა.

„როგორ იმეტებენ ამ პატარა ბავშვებს ან საიდან მოიყვანეს, სულ პატარები არიან, ფარად აიფარეს ამ მათხოვრებმა. ეს ხომ უკვე გავლილი გვაქვს, ვანოს მეთოდია, უბნებში ბაცანა ბიჭების “დაპურება” და მერე სათავისოდ გამოყენება. მე ვარ ამის მოწმე, მოყოლილს არ ვამბობ. როგორც კი აქციამ დაშლა დაიწყო, ვაშაძემ, ამ არარაობამ ეგრევე რადიკალიზაციისკენ მოუწოდა ამ გავეშებულ, ვანოს გაწვრთნილ მასას.

იგივე სახელები, იგივე გვარები, ქვეყნის დამაქცევრები, იცნობდეთ ამ სიბოროტის დირიჟორებს: ვანო, ხაბე და უტიაშვილი. ვამბობდი, არანაირი ამერიკული კანონის პროტესტია ეს და აი ბატონო, დღესვე დამტკიცდა. ეს არის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა!“, – წერს ნინო ფოჩხუა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები