ათენში საპროტესტო აქციაზე ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს
ათენის ცენტრში, სინტაგმას მოედანზე საპროტესტო აქცია არეულობაში გადაიზარდა.
ქალაქ ლარისთან სარკინიგზო ავარიის შედეგად ათობით ადამიანის დაღუპვის გამოძიებას ითხოვენ.
ამის შესახებ newsbeast-ი წერს.
გამოცემა წერს, რომ შეკრებილთა ნაწილმა პოლიციას ქვები და “მოლოტოვის კოქტეილები” ესროლეს, რასაც საპასუხოდ ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოჰყვა.
მომიტინგეებს ეჭირათ პლაკატები წარწერებით: „ეს არ არის უბედური შემთხვევა, ეს არის მკვლელობა“, „ხელისუფლების უმოქმედობა კლავს“, „შეცვალეთ პოლიტიკა, რომელიც შემოსავალს სიცოცხლეზე წინ აყენებს“, „ჩვენ არ გაპატიებთ“.
ზოგიერთი ჟურნალისტის ცნობით, აქციაში 90 000-მდე ადამიანი მონაწილეობს, რაც ყველაზე მასშტაბურია 2018 წლის შემდეგ.