ევროსაბჭოს გენერალური მდივანი: დასრულდეს ძალადობა და პატივი სცენ ევროსაბჭოს სტანდარტებს
მოვუწოდებ, დასრულდეს ძალადობა და პატივი სცენ ევროსაბჭოს სტანდარტებს, – ასე ეხმაურება ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი თბილისში განვითარებულ მოვლენებს.
“ყურადღებით და შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. მოვუწოდებ, დასრულდეს ძალადობა და პატივი სცენ ევროსაბჭოს სტანდარტებს: დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას. პოლიტიკურმა დიალოგმა უნდა გაიმარჯვოს”, – წერს “ტვიტერზე” მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი.