პარლამენტთან მორიგი აქცია დღეს 15:00 საათზე დაიწყება
ე.წ. აგენტების შესახებ კანონის გასაპროტესტებლად მოქალაქეები პარლამენტთან 15:00 საათზე შეიკრიბებიან. ამის შესახებ გუშინდელ აქციაზე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა განაცხადეს.
ცნობისთვის, 7 მარტს გამართული აქცია პოლიციამ შესაბამისი გაფრთხილების შემდეგ დაარბია. ადგილზე არაერთხელ მოხდა დაპირისპირება სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის. სამართალდამცველებმა ხალხის წინააღმდეგ გამოიყენეს როგორც წიწაკის სპრეი, ასევე, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი. თავის მხრივ, მოქალაქეების მხრიდან ადგილი ჰქონდა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების გამოყენებას პოლიციელების წინააღმდეგ, ასევე, დაარბიეს პარლამენტთან მოწყობილი ბარიერები, დაწვეს მანქანა და გაანადგურეს სხვადასხვა ინფრასტრუქტურა.