ანდრიუს კალინდრა: კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ

საქართველოში ლიეტუვის ელჩი, ანდრიუს კალინდრა საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის განხილვის საკითხს „ტვიტერზე“ ეხმაურება.

“კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებსა და სტანდარტებთან და ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობიდან: თითქმის ორი წლის წინ, ევროკავშირის მედიაციით, 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმება მიღწეული იქნა და მოგვიანებით გაუქმდა”, – წერს ელჩი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები