ირაკლი კობახიძე: ღრმად მწამს, რომ ლევან იოსელიანი იქნება დამოუკიდებელი სახალხო დამცველი

“დარწმუნებული ვარ, რომ ლევან იოსელიანი იქნება დამოუკიდებელი სახალხო დამცველი. ნამდვილად სახალხო დამცველი, რაც გულისხმობს ხალხის სამსახურში ყოფნას”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ იოსელიანს წარმატებები უსურვა.

“ლევან იოსელიანი იყო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, თუმცა, ეს კომპრომისი საჭირო იყო ჩვენი ქვეყნისთვის სხვადასხვა თვალსაზრისით. ერთი ის, რომ აუცილებლად საჭირო იყო სახალხო დამცველის არჩევა, არ შეიძლებოდა ამ თანამდებობის ვაკანტურად დატოვება. გარდა ამისა, სახალხო დამცველის არჩევა კვალიფიციური უმრავლესობით იყო ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში ერთ-ერთი რეკომენდაცია.

მე ღრმად მწამს, რომ ლევან იოსელიანი იქნება დამოუკიდებელი სახალხო დამცველი. აქ ერთ-ერთმა კოლეგამ, ოპოზიციის მხრიდან, საპირისპირო მოსაზრება გამოხატა. მინდა ვთქვა, რომ მათ ლექსიკონში სიტყვა დამოუკიდებელი არის სწორედ ჯაშუშის სინონიმი. დარწმუნებული ვარ, რომ ლევან იოსელიანი იქნება დამოუკიდებელი სახალხო დამცველი. ნამდვილად სახალხო დამცველი, რაც გულისხმობს ხალხის სამსახურში ყოფნას. ეს ყველაფერი ლევანზეა დამოკიდებული. ვულოცავ და ვუსურვებ წარმატებებს“, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტმა სახალხო დამცველად ლევან იოსელიანი აირჩია. კენჭისყრის შედეგად, ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 96-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ არც ერთი წავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები