ოპოზიცია მოქალაქეებს პარლამენტთან მისვლისკენ მოუწოდებს

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტებს პლენარულ სხდომაზე ხუთშაბათის ნაცვლად დღეს განიხილავენ.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, რომლებიც “ხალხის ძალის” ინიცირებული კანონპროექტის წინააღმდეგები არიან, მოქალაქეებს პარლამენტთან მისვლისკენ მოუწოდეს.

“გთხოვთ, ვინც დილით იყავით, დიდი მადლობა, დაბრუნდით, გთხოვთ და ვინც ახლა ეკრანებთან გვიყურებთ, ყველას გთხოვთ და მოგიწოდებთ, ჩვენ ვაპირებთ შიგნით ბრძოლას, მაგრამ გთხოვთ, რომ მოხვიდეთ და დადგეთ საქართველოს პარლამენტთან”, – თქვა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხს ხუთშაბათის პლენარულ სხდომაზე განიხილავდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები