ირაკლი ჩიქოვანი: შინაარსისგან დაცლილი და საზოგადოების მხარდაჭერადაკარგული ოპოზიციისგან ჩვენ დღეს ვხედავთ მორიგ მცდელობას დაიწყონ რევოლუციური რევანშიზმი

„შეუძლებელია, დაუჯერო იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ცალ-ცალკე და ერთად დაუპირისპირდა საკუთარ მოქალაქეებს, მთლიანად ქართულ საზოგადოებას და ისინი დღესაც მიმართავენ მუქარას თითოეული პარლამენტარის, საჯარო მოხელეების და თითოეული საზოგადოების მიმართ, რომ მათ მიხედავენ როდესაც მოვლენ ხელისუფლებაში. შინაარსისგან დაცლილი და საზოგადოების მხარდაჭერადაკარგული ოპოზიციისგან ჩვენ დღეს ვხედავთ მორიგ მცდელობას დაიწყონ რევოლუციური რევანშიზმი”, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა.

მისივე შეფასებით, თუ ვინმე ღელავს საქართველოს ევროპულ მომავალზე, მის ევროპულ პერსპექტივაზე, რეალურად, შეაფასოს ის მიღწევები, რაც საქართველოს ამ გზაზე აქვს.

„ნუ ატყუებთ საზოგადოებას, როდესაც უკვე მიღებულ კანონზე საუბრობთ. ეს არის კანონპროექტი, რომელიც პირველი მოსმენის შემდეგ გაიგზავნება ვენეციის კომისიაში და ამის საფუძველზე გავაგრძელებთ დებატებს. აქვე გეტყვით, არასწორი და ცუდი ტონია, როდესაც ცდილობთ მანიპულირება მოახდინოთ აფხაზური საზოგადოებით და საქართველოს უსაფრთხოებით. ყველამ კარგად შეაფასოს ის პოლიტიკა, რომელსაც ატარებს ხელისუფლება, როგორც არაღიარების თვალსაზრისით, ასევე ჩვენი აფხაზ და ოს ძმებთან დაახლოების და ნდობის აღდგენის თვალსაზრისით”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. მისივე თქმით, ის ვერ იხსენებს ოპოზიციური ძალის მიერ ქვეყნის ევროპული რეკომენდაციების შესრულების ნაწილში რაიმე ძალისხმევას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები