სტამბოლში ,,ევროპაში ოსური კულტურის დღეები” გაიმართა

თურქეთში ,,ევროპაში ოსური კულტურის დღეების“ გამართვოს შესახებ ონფორმაციას სააგენტო ,,რესი”  ავრცელებს.  ცნობილია, რომ ღონისძიების ორგანიზატორი საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია ,ღენაისსანცე შანდიდზან” იყო. მისი წარმომადგენლის  რადიონ ფუხაევის განცხადებით, სტამბულში პროგრამის ფარგლებში მრგვალი მაგიდა, გამოფენები, წიგნების პრეზენტაციები და ოსი მუსიკოსების გამოსვლები გაიმართა.  ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ მათი მიზანი მსოფლიო საზოგადოებისთვის ოსური კულტურის გაცნობა და ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებაა.  ფუხაევი აცხადებს, რომ  აღნიშნული პროგრამით მომავალში პარიზში, ბრიუსელში და რომშიც ჩავლენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები