ვატო შაქარიშვილი: არანაირი საზოგადოებრივი მღელვარება არ არსებობს კანონპროექტის გარშემო! ის, რასაც ვხედავთ, არის “ფეისბუქ” და მედია ლიბერალური ტრენდი

მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი „ხალხის ძალის“ მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტების ირგვლივ გავრცელებულ სხვადასხვა განცხადებას ეხმიანება.

შაქარიშვილი თქმით, რეალურად, წარმოდგენა არ აქვთ და არც უნდათ, რომ იცოდნენ, რა წერია კანონპროექტში.
მისივე თქმით, ყველამ უნდა იცოდეს ამ გაუაზრებელი “მატრაკვეცობით” ქვეყნის არევის, რევოლუციურ წისქვილზე ასხამს წყალს.

„რეალობაში არანაირი საზოგადოებრივი მღელვარება არ არსებობს კანონპროექტის გარშემო! ის, რასაც ვხედავთ არის ფბ და მედია ლიბერალური ტრენდი! წარმოდგენა არ აქვთ და არც უნდათ რომ იცოდნენ რა წერია, რა მიზნები აქვს და ა.შ. უბრალოდ ერთმა ანგაჟირებულმა, მეორე ამყოლმა, მესამე მიმბაძველმა დაწერა ფბ-ზე და ინსტაგრამზე და “მეც” ხომ უნდა შევუერთდე ლიბერალურ ტრენდს?! მერე ვინმემ “რუსობა” არ დამაბრალოს! ვინმემ “ბნელად” და “ჩამორჩენილად” არ ჩამთვალოს! მერე რა, რომ არც კი ვიცი, რაზე არის ლაპარაკი, მთავარია, დავწერო – “არა რუსულ კანონს” და ბილეთი ნაყიდია “დაწინაურებულ” ლიბერალურ ბაბლში! ყველამ უნდა იცოდეს ამ გაუაზრებელი “მატრაკვეცობით” ქვეყნის არევის, რევოლუციურ წისქვილზე ასხამს წყალს!“- წერს შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები