დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “თავდაცვის კოდექსის” პროექტზე იმსჯელებენ

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “თავდაცვის კოდექსის” პროექტზე იმსჯელებენ.

საკანონმდებლო ინიციატივა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ წარადგინა. გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, დოკუმენტი ფინეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების პრაქტიკას ეფუძნება და მასში ასახულია თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტები, რომლებიც თავდაცვის მიმართულებებს არეგულირებს. კოდექსი ასევე უზრუნველყოფს თავდაცვის ორგანიზებისა და ნატოსთან თავსებადობისთვის ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმის დადგენას.

გრიგოლ გიორგაძემ ცალკე გამოყო წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის შემოღება, რომლის თანახმადაც, წვევამდელი სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის სისტემაში გაივლის. აღნიშნული ცვლილება 2025 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

რაც შეეხება სამხედრო სავალდებულო სამსახურს ამ მიმართულებით სასულიერო პირები ვეღარ ისარგებლებენ შეღავათით და ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელს მოუწევს ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლა, სტუდენტებს კი გადავადების მექანიზმით სარგებლობის შესაძლებლობა კვლავ ექნებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები