ეუთო/ოდირი: ოდირი ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით სამართლებრივ დასკვნას ამზადებს

“ოდირი ამზადებს სამართლებრივ დასკვნას საქართველოში ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, რათა შეაფასოს მისი შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან”, – ამის შესახებ ეუთო/ოდირის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც “ტვიტერზე” გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ეუთო/ოდირი ამ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებთან ითანამშრომლებს.

„ეუთო-ს ქვეყნებს აღებული აქვთ ვალდებულება, რომ კანონები ღია, ინკლუზიური და საჯარო კონსულტაციების პროცესის მეშვეობით მიიღონ. ასოციაციებთან და მათ წევრებთან საჭიროა მნიშვნელოვანი კონსულტაციები, განსაკუთრებით მაშინ, როცა კანონი მათ მუშაობას პირდაპირ ეხება და იცავს მათ მთავარ როლს დემოკრატიულ საზოგადოებაში. გამოხატვის თავისუფლება და გაერთიანების თავისუფლება დემოკრატიისთვის ფუნდამენტურია. ოდირი ამზადებს სამართლებრივ დასკვნას საქართველოში ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, რათა შეაფასოს მისი შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან და ჩვენ ამ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებთან ვითანამშრომლებთ“, – წერია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები