ირაკლი ქადაგიშვილი: კანონპროექტის მიზანია, რომ სამოქალაქო საზოგადოება და მისი საქმიანობა მოქალაქეებისთვის იყოს გამჭვირვალე 

“ჩვენი მხრიდან არის ერთადერთი გზავნილი – კანონპროექტის მიზანი არ არის ვიღაცის შეფერხება, ვიღაცის საქმიანობის შეზღუდვა, აკრძალვა, სტიგმატიზაცია და გაშავება, კანონპროექტის მიზანია, რომ სამოქალაქო საზოგადოება და მისი საქმიანობა მოქალაქეებისთვის იყოს გამჭვირვალე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა “ხალხის ძალის” კანონპროექტებზე საუბრისას “ქრონიკასთან” განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით საზოგადოებაში გამჭვირვალე დისკუსია უნდა იყოს.

„თუ ეს გზავნილი და სულისკვეთება არ მოდის ღიაობასთან, დემოკრატიასთან, ევროკავშირის პრინციპებთან, ამასთან დაკავშირებით ალბათ კიდევ იქნება მსჯელობა. ჩვენს პარტნიორებთანაც ამაზე გვექნება საუბარი და არც ჩვენ ვაპირებთ ჩაჯინებას და ვიღაცისთვის თვალში ნაცრის შეყრას და ვითხოვთ ერთადერთ რამეს, რომ იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე, ღია და თანაბარი დისკუსიის უფლება ჩვენს საზოგადოებაში“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები