ნიკა მელია: ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია

“ვფიქრობ, ყველა საღად მოაზროვნე, ობიექტურად განწყობილ მოქალაქეს კარგად აქვს გაცნობიერებული, თუ რამხელა გამოწვევის წინაშე დადგა ქართული სახელმწიფოებრიობა”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია.

“საქართველოს მოქალაქის იდენტობა, რომელიც პროგრესსა და ისტორიას გულისხმობს, მხოლოდ და მხოლოდ დაცულ ერთობაში, ანუ ევროპულ ოჯახში შეიძლება შევინარჩუნოთ.

ვისაც ეს გაცნობიერებული აქვს, უნდა გავერთიანდეთ ამ ეროვნული იდეის გარშემო – როდის, თუ არა ახლა?! არ შეიძლება, მივაღებინოთ ეს ბოლშევიკური კანონპროექტი”, – განაცხადა მელიამ “ხალხის ძალის” კანონპროექტებზე საუბრისას.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები