ირაკლი ქადაგიშვილი: ქვეყანაში რევოლუციური ცვლილებების არც ობიექტური და არც სუბიექტური განწყობა არ არის

“ოპოზიცია ვერ ათვითცნობიერებს, რომ ქვეყანაში სულ სხვა რეალობაა და არანაირი რევოლუციური ცვლილებების არც ობიექტური და არც სუბიექტური განწყობა არ არის”,- ასე ეხმაურება მმართველის გუნდის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში რევოლუციური ცვლილებებია საჭირო.

ქადაგიშვილის შეფასებით, ,,ვარდების რევოლუციის,, ნარატივი დიდი ხანია, ისტორიას ჩაბარდა.

“ბოლო 2 წელიწად-ნახევარია და უფრო მეტიც, აქვთ ერთადერთი მიზანი, ქვეყანაში არეულობა და ამ არეულობის ფონზე რაღაც რევოლუციის და გადატრიალების მოხდენა, ეს არის მათი მიზანი. არანაირი საგნობრივი განხილვა მათ მიზანს არ წარმოადგენს. მიდიოდა ჩვეულებრივი ჩაშლა კომიტეტის, ანუ ვითომ პროცედურული საკითხების თითზე დახვევა, რომ რამენაირად საგნობრივი განხილვა არ დაწყებულიყო. რევოლუციას დიდი ხანია აანონსებენ, მაგრამ მთავარი რაც ვერ გაიგეს, არის რომ რევოლუცია მოსახდენია თვითონ შიგნით, რადიკალურ ოპოზიციაში. თუ რადიკალური ოპოზიცია რევოლუციურად არ შეიცვალა და არ განახლდა, როგორც პერსონალური შემადგენლობით, ასევე, შინაარსობრივად, ეს ვარდების რევოლუციის ნარატივი, უკვე დიდი ხანია ჩაბარებულია ისტორიას.

ოპოზიცია ვერ ათვითცნობიერებს, რომ ქვეყანაში სულ სხვა რეალობაა და არანაირი რევოლუციური ცვლილებების არც ობიექტური და არც სუბიექტური განწყობა არ არის, ეს მართლა მათი ტრაგედია არის, სწორედ ამიტომაც არის, რომ ისინი ყოველ ჯერზე უშედეგო პოლიტიკას ატარებენ”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები