გივი მიქანაძე: კონკრეტული არგუმენტები, თუ რატომ არ უნდა მივიღოთ კონკრეტული კანონი, არ მოგვისმენია

კონკრეტული არგუმენტები ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში, თუ რატომ არ უნდა მივიღოთ კონკრეტული კანონი, არ მოგვისმენია არც 2 მარტის სხდომაზე, არც დღევანდელ სხდომაზე, როდესაც ამბობენ, რომ ეს უბრალოდ შეუქმნის რაღაც წინსვლას დაბრკოლებას მაშინ, როდესაც რატომ შეუქმნის – ამის შესახებ არავინ არ ამბობს, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გივი მიქანაძემ “ხალხის ძალის” ინიცირებულ კანონპროექტებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მსგავსი კანონი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მოქმედებს.

“ასეთი კანონი მოქმედებს არა მარტო ამერიკაში, მოქმედებს ბევრ სხვადასხვა ქვეყანაში, გნებავთ კანადა აიღეთ, გნებავთ ავსტრალია და ისრაელი აიღეთ. კონკრეტულად გამოდიან ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე.

ევროკავშირის ელჩებთან როდესაც იყო წინა კვირას შეხვედრა, საუბარი იყო იმის შესახებ, რომ ანგარიშგება და გამჭვირვალობა არ არის პრობლემა, ანუ ისინი ამას პრობლემად არ აფასებენ,” – განაცხადა გივი მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები