პეტერ ფიშერი: ევროკავშირის პოზიცია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით უცვლელია – მისი მიღება შეუსაბამო იქნება ევროკავშირის ღირებულებებთან
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ ევროკავშირის პოზიცია „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით უცვლელია.
მისი თქმით, კანონპროექტის მიღება ევროკავშირის ღირებულებებისთვის შეუსაბამოა.
„როგორც საქართველოს მეგობრის, ევროკავშირის პოზიცია „უცხო ქვეყნის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან“ დაკავშირებით რჩება იგივე. კანონპროექტის მიღება შეუსაბამო იქნება საქართველოს ევროკავშირისადმი მისწრაფებებთან, ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან, გეუბნებით ამას, როგორც მეგობარი”, – წერს ელჩი “ტვიტერზე”.