პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე რუსეთის დროშა დაწვეს
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე რუსეთის დროშა დაწვეს.
სამოქალაქო აქტივისტის, ბექა კვაჭანტირაძის განცხადებით, საქართველოში არაფერი რუსული არ უნდა იყოს.
„რუსეთი ოკუპანტია და საქართველოში არაფერი არ უნდა იყოს რუსული – არც დროშა და არც კანონი”, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.
პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის მონაწილეები “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ. ისინი სკანდირებენ: „არა რუსულ კანონს”, “რუსებო”, “მონებო”.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის და ასევე, “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.