თეონა აქუბარდია: გამჭვირვალობის გაზრდა საგადასახადო კოდექსის ცვლილებებითაც შეიძლება და არა იარლიყების მიწებებით და კანდიდატის სტატუსის შესაძლებლობის დაკარგვით

არაფერი საერთო გამჭვირვალობასთან არ აქვს, – ასე აფასებს ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ე.წ. აგენტების შესახებ.

„გამჭვირვალობის გაზრდა საგადასახადო კოდექსის ცვლილებებითაც შეიძლება და არა იარლიყების მიწებებით და კანდიდატის სტატუსის შესაძლებლობის დაკარგვით. როცა ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა გვეუბნება, რომ ეს კანონი დააზიანებს ჩვენი ევროინტეგრაციის გზას, და მაინც ხელების გადაგრეხით აპირებენ ამის მიღებას, ეს ნიშნავს, რომ ხდება კონსტიტუციური მუხლის პირობაზე უარის თქმა“, – აცხადებს აქუბარდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები