ალექსანდრე რაქვიაშვილი: ძალიან ცხადია, რომ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული ორივე კანონპროექტი პირდაპირ დაანგრევს ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესს
ძალიან ცხადია, რომ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული ორივე კანონპროექტი პირდაპირ დაანგრევს ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესს და ნატოში ინტეგრაციის პროცესს, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტებზე საუბრისას განაცხადა.
„წარმოუდგენელია, რა ნეგატიური შედეგი შეიძლება ამას მოჰყვეს. უცნაური სიტუაცია შეიქმნა, სადაც „ქართული ოცნების“ გარდა, ყველა ერთიანია: ყველა ოპოზიციური პარტია, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და დიპლომატები“, – ამბობს რაქვიაშვილი.