ლანჩხუთის მერიამ ომში დაღუპული გმირების დედებს 3 მარტი მიულოვს

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა დედებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თორნიკე ტიკაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ვერიკო კვირკველიამ დედის დღე მიულოცეს.

“ყველა ქალბატონს მინდა მივულოცო დედის დღე. განსაკუთრებით კი ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მეომრების დედებს და მადლობა გადავუხადო მათ გმირი შვილების აღზრდისთვის”, – აღნიშნა თორნიკე ტიკაძემ.

სამშობლოს დასაცავად დაღუპულთა დედებს მუნიციპალიტეტის მერიამ 300-300 ლარი პირად ანგარიშზე ჩაურიცხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები