პეკინის ქუჩაზე ორ ახალგაზრდა გოგონას ტაქსი დაეჯახა

პეკინის ქუჩაზე “ოპელის” მარკის ტაქსი ორ ახალგაზრდა გოგონას დაეჯახა. როგორც „კვირას“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ახალგაზრდები გზაზე გადადიოდნენ, რა დროსაც ტაქსის მძღოლმა დამუხრუჭება ვერ მოასწრო.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიცია. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საადავდმყოფოში გადაიყვანა. რაც შეეხება, მეორე ახალგაზრდას, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მარიამ ლომინაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები