ჯუანშერ ბურჭულაძე: დავდეთ შესყიდვის ხელშეკრულებები ესპანურ, პოლონურ, შვედურ კომპანიებთან და ვაგრძელებთ შეიარაღების აქტიურ შესყიდვას

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში საერთაშორისო ვიზიტებსა და შეიარაღების შესყიდვის მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, მაღალი დონის ვიზიტების ინტენსივობა ხაზს უსვამს, თუ რა დონეზეა საგარეო ურთიერთობები საერთაშორისო პარტნიორებთან.

“შვიდჯერ მარტო ბრიუსელში დავესწარი მე სხვადასხვა შეხვედრას, იქნებოდა ეს ნატოს მინისტერიალი, რამშტაინის ჯგუფის შეხვედრა და სხვა. ახლაც, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში კიდევ ერთხელ ბრიუსელში გვაქვს ვიზიტი. აღნიშნული ვიზიტები, რა თქმა უნდა, ხაზს უსვამს, თუ რა დონეზეა ჩვენი საგარეო ურთიერთობები”, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მან შეიარაღების შესყიდვის მიმართულებით გაფორმებულ მნიშვნელოვან ხელშეკრულებებზეც ისაუბრა.

“მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, რომ შეიარაღების მიმართულებითაც ჩვენ გადავდგით უკვე ძალიან წარმატებული ნაბიჯები და წელსაც ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები დაიდო შეიარაღების მიმართულებით. ჩვენ დავდეთ შესყიდვის ხელშეკრულებები ესპანურ კომპანიასთან, პოლონურ კომპანიასთან, შვედურ კომპანიასთან და ვაგრძელებთ შეიარაღების აქტიურ შესყიდვას,” – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები