გირგვლიანის მკვლელობის საქმის მოწმე: გერონტი ალანია ციხეში მის მაგივრად ჩაჯდომას მთხოვდა
სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესზე მხარეებმა პროკურატურის 2 მოწმე – შინაგან საქმეთა სამინისტროსა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლები დაკითხეს.
კუდ-ის ყოფილი ოპერატიული მუშაკის იოსებ ხასაიას ჩვენებიდან ირკვევა, რომ გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ, ერთ-ერთმა ბრალდებულმა, გერონტი ალანიამ რამდენიმე თვით მის მაგივრად ციხეში ჩაჯდომა სთხოვა, თუმცა მოგვიანებით შეთანხმება აღარ შედგა. როგორც იოსებ ხასაია ყვება, მან ალანია საპყრობილეშიც მოინახულა, სადაც ერთად ისადილეს.
დღევანდელ პროცესს დანაშაულში ბრალდებულები არ ესწრებოდნენ.
სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი 25 აგვისტოს განახლდება.