გია აბაშიძე: გიორგი ბურჯანაძის მსგავსმა მარგინალებმა ბრმად უნდა შეასრულონ დასავლეთის ნებისმიერი „დავალება“ – ასეთებისთვის სამშობლო და პატრიოტიზმი სხვახარისხოვანია

ამ სამარცხვინო სუბიექტისთვის, ევროკავშირი თუ ეტყვის, რომ ერთი კვირა ცალ ფეხზე უნდა იდგეს, უნდა გააკეთოს. დიახ, გიორგი ბურჯანაძის მსგავსმა მარგინალებმა ბრმად უნდა შეასრულონ დასავლეთის ნებისმიერი „დავალება“, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელზე, გია ბურჯანაძეზე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ასეთებისთვის სამშობლო და პატრიოტიზმი სხვახარისხოვანია.

„ნაცალქაჯების უკიდურესად სამარცხვინო, იაფფასიანი წიოკის ფონზე პარლამენტში გამოჩნდა ვითომ ქართველი ხალხის ჩემპიონის, ნინო ლომჯარიას ასევე ჩაბჟირებული გიორგი ბურჯანაძე. ამ სამარცხვინო სუბიექტისთვის, ევროკავშირი თუ ეტყვის, რომ ერთი კვირა ცალ ფეხზე უნდა იდგეს, უნდა გააკეთოს. დიახ, გიორგი ბურჯანაძის მსგავსმა მარგინალებმა ბრმად უნდა შეასრულონ დასავლეთის ნებისმიერი “დავალება”. ასეთებისთვის სამშობლო და პატრიოტიზმი სხვახარისხოვანია. შევარცხვინე ნებისმიერი ნაცაქტორი, რომელსაც ამგვარი მონური აზროვნება აქვს!“, – წერს გია აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები