ზაალ ანჯაფარიძე – ლაშა ტუღუშის ინიციატივაზე: 2016 წელს თავად არასამთავრობო ორგანიზაციები, ევროკავშირის დაფინანსებული კვლევის საფუძველზე, ითხოვდნენ იმავეს, რასაც კანონი ითხოვს; საინტერესოა, რა შეიცვალა მას შემდეგ

ვნებათაღელვების ფონზე დოკუმენტებით საუბარი და წარსულის გახსენება მოდაში აღარ არის, მაგრამ დოკუმენტები არ იწვიან და არც მათი ავტორები არ გამქრალან არსად, – ასე ეხმიანება ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე პარლამენტში „ხალხის ძალის“ წევრ სოზარ სუბარის გამოსვლას, სადაც „ხალხის ძალის“ კანონპროექტებს განიხილავენ.

მისი თქმით, როგორც ახლახან გახდა ცნობილი კომიტეტის სხდომაზე, 2016 წელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები, ევროკავშირის დაფინანსებულ კვლევის საფუძველზე ითხოვდნენ იმავეს, რასაც კანონი ითხოვს.

„ვნებათაღელვების ფონზე დოკუმენტებით საუბარი და წარსულის გახსენება მოდაში აღარ არის, მაგრამ დოკუმენტები არ იწვიან და არც მათი ავტორები არ გამქრალან არსად. არც ისე დიდი ხნის წინ, 2016 წელს თავად არასამთავრობო ორგანიზაციები, ევროკავშირის დაფინანსებული კვლევის საფუძველზე, ითხოვდნენ იმავეს, რასაც კანონი ითხოვს. ამაზე ახლახან გაცხადდა კომიტეტის სხდომაზე.
საინტერესოა, რა შეიცვალა მას შემდეგ?“, – წერს ანჯაფარიძე facebook – ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები